Crystal Meso PN

Crystal Meso PN   —    ახალი თაობის ბიორევიტალიზანტი   PDRN – მთავარი მოქმედი ნივთიერება 2 მგ/მლ

ფუნქციები:

ახდენს კანის რეგენერაციას (აღდგენას) განსაკუთრებით ნაზ უბნებზე, როგორიცაა თვალის გარშემო, ტუჩის  გარშემო, ყელისა და დეკოლტის ი ზონებზე .

PDRN ასტიმულირებს საჭირო ცილების სინთეზსა და ზრდის კანის აღდგენით პოტენციალს.

კორუფარმი იყენებს მაღალი ხარისხის ინგრედიენტებს.

კრისტალ მეზო პიენი შეიცავს DNA-ს ექსტრაქტს, რომელიც მიიღება მამრი ორაგულისგან.

ხასიათდება ძლიერი დაბერების საწინააღმდეგო მოქმედებით.

აქტიურად გამოიყენება აკნესა და პოსტაკნეს მკურნალობაში. ეხმარება კანის აღდგენის პროცესს. ანიჭებს კანს სიგლუვესა და ჯანმრთელ ფერს.


რეკომენდირებულია:

  • სტრესული დაღლილი კანისთვის.
  • ატროფიული შრამების, სტრიებისა და მოდუნებული კანისთვის.
  • ცხიმოვანი ჯირკვლების დისფუნქციისთვის.
  • ღრმა ნაოჭებისთვის (განსაკუთრებით მიმიკური).
  • კანის ფოტოდაბერების ნიშნების დროს.
  • მშრალ და ელასტიურობა დაკარგულ კანზე.
  • მომატებული პიგმენტაციისას.
  • კანის აღსადგენად ზამთრის შემდგომ პერიოდში.
  • მწეველი  კანისთვის.

პროდუქტის უპირატესობებია:

  • ხილული ეფექტი პირველივე პროცედურისას.
  • გამოიყენება მაღალი სისუფთავის DNA, რომელსაც  გავლილი აქვს დეპოლიმერიზაციის პროცესი.
  • PDRN-ის კონცენტრაცია არის 70%-ით მაღალი, ვიდრე მსგავს პროდუქტებში.
  • ამცირებს ანთებით პროცესს, რომელიც გამოხატულია აკნეს შემთხვევაში.
  • უზრუნველჰყოფს ფორების დავიწროვებას.
  • აჩქარებს კანზე ნაწიბურების  მკურნალობის პროცესს.
  • ზრდის უჯრედების მეტაბოლურ აქტივობას, რაც აფერხებს ახალი ნაოჭების წარმოქმნას.

დასამუშავებელი ზონები:

  • სახის მცირე ნაოჭები.
  • ყელზე გამოხატული ნაოჭები.
  • ხელის მტევანზე გამოხატული ნაოჭები.
  • თვალის ჩამოშვებული უპეები (ჯიბეები)

ინექცია კეთდება:

  • შრე   —   პაპილარულ დერმისში (დერმისის ზედა შრე, ეპიდერმისის ქვედა შრე)
  • ნემსი   —   30G X 4 mm
  • ინტერვალი   —   2-3 კვირა
  • კურსი   —   4 პროცედურა
  • დოზირება   —   0.02 – 0.05 მგ
  • დაშორება   —   1 – 2 სმ

რეკომენდაციები:

პროცედურის შემდგომ აღმდგენი და დამატენიანებელი კრემის გამოყენება.

მზისგან დამცავი კრემის გამოყენება გარეთ გასვლის შემთხვევაში.

ინგრედიენტი   —   ნატრიუმის პოლინუკლეოტიდი 2 მგ.

შენახვის პირობები:

შეინახეთ პრეპარატი მჭიდროდ დახურულ მშრალ და გრილ ადგილას  1 ° С- დან 30 ° С ტემპერატურაზე.

მწარმოებელი კომპანია:  კორუ ფარმა    (Koru Pharma)

მწარმოებელი ქვეყანა : სამხრეთ კორეა

ოფიციალურო დისტრიბუტორი საქართველოში : კომპანია ფარმა სთორი