Crystal Hydro PDRN

Crystal Hydro PDRN გახლავთ განსაკუთრებულად მაღალეფექტური ბიორევიტალიზანტი – ბუსტერი. ჰიალურონის მაღალ კონცენტრაციასთან ერთად მასში წარმოდგენილია დიდი რაოდენობით პოლიდეოქსირიბონუკლეინის მჟავა (PDRN), ნიაცინამიდი, ნატრიუმის ქლორიდი და ნატრიუმის ფოსფატის მონობაზური დიჰიდრატი.

PDRN არის არის ნივთიერება, რომელიც განსაკუთრებულ სიჯანსაღეს აძლევს კანს. ის მიიღება მამრი ორაგლისგან. პრეპარატი ძალიან მაღალეფექტურია კანის სტრუქტურის გაუმჯობესების, დატენიანებისა თუ რეგენერაციისთვის.

ჰიალურონის მჟავისა HA და პოლიდეოქსირიბონუკლეინის მჟავის PDRN – ის სინთეზური პროცედურა, ყველაზე ეფექტური მეთოდია მყისიერი და ხანგრძლივი ეფექტის მისაღებად.

ჩვენებები :

  • ასაკათან დაკავშირებული კანის სტრუქტურის შეცვლა, გამომშრალი კანი;
  • პიგმენტაცია;
  • გამოხატული მიმიკური ნაოჭები;
  • გამონაყარის კლინიკური გამოვლინებები;
  • კანის ფერის ასაკობრივი ცვლილება

ეფექტები

  • კანის უჯრედების აღდგენა
  • კანის ბზინვარება და გამონათება
  • კანის ელასტიურობა
  • კანის შიდა ფენების დაბალანსება
  • ძლიერი დატენიანება
  • კანის ახალგაზრდული იერის შექმნა

გამოყენების ინსტრუქცია :

Crystal Hydro PDRN – ს პროცედურის დროს რეკომენდირებულია გამოიყენოთ 30 G X 6 მმ ნემსი. ოპტიმალური შედეგის მისაღებად პროცედურა უნდა გაკეთდეს ხაზოვანი ან პაპულოვანი ტექნიკით. ზედაპირულად გაკეთების შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს დროებითი შესიება. Crystal Hydro PDRN უნდა გაკეთდეს ინტრადერმულ შრეში.

კურსი მოიცავს 2-3 პროცედურას, შემდგომი პროცედურა რეკომენდირებულია განმეორდეს 14 დღის შემდგომ.

ინგრედიენტები:

  • ჰიალურონის მჟავა –   20 მგ / მლ
  • ნიაცინამიდი – 1 მგ / მლ
  • პოლიდეოქსირიბონუკლეოტიდი – 2 მგ / მლ
  • ნატრიუმის ქლორიდი – 7.6 მგ / მლ
  • ნატრიუმის ფოსფატის მონობაზური დიჰიდრატი – 0.78 მგ / მლ

შეფუთვა – 2.2ml x 3 შპრიცი

შენახვის პირობები:

შეინახეთ პრეპარატი მშრალ ადგილას  1 ° С- დან 30 ° С ტემპერატურაზე.

მწარმოებელი კომპანია:  კორუ ფარმაციუტიკალს (Koru Pharmaceuticals)

მწარმოებელი ქვეყანა : სამხრეთ კორეა

ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში : კომპანია ფარმა სთორი