Avalon Ultra 24

პრემიუმ ხაზის  ახალი ფილერი, რომელიც შეიქმნა NASHA ტექნოლოგიის გამოყენებით. ჰიალურონის მჟავა, რომელიც სრულად არაცხოველურია,  გაწმენდილი არის უახლესი ტექნოლოგიით, რაც გამორიცხავს მინარევების არსებობას. ფილერი ასევე შეიცავს ლიდოკაინს. AVALON-ის შემავსებლები შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც კანის მოცულობის  გასაზრდელად,  ასევე ნაოჭების ამოსავსებლად.  გარდა ამისა, AVALON -ის შემავსებლები დროთა განმავლობაში ხელს უწყობს კოლაგენის ბუნებრივ წარმოქმნას, რაც თავის მხრივ აუმჯობესებს კანის ელასტიურობასა და მის სტრუქტურას.

AVALONის  შემავსებელი გადის ვრცელ გამწმენდ პროცესს, რათა მიიღებულ იქნას სუფთა, უმაღლესი ხარისხის ჰიალურონის მჟავა, დაბალი დონის ენდოტოქსინებით – 0.0005 * ენდოტოქსინი / მგ-ზე ნაკლები (სხვა შემავსებლების სტანდარტული რაოდენობაა 0.25 ენდოტოქსინი / მგ). საყოველთაოდ ცნობილია, რომ ჰიალურონის მჟავის ჯვარედინი ბმის  შემდეგ, საბოლოო პროდუქტი შეიძლება შეიცავდეს ჯვარედინი კავშირების დროს დაუკავშირებელ მოლეკულების ნარჩენ რაოდენობებს. ამ ნარჩენი მოლეკულების მაღალი კონცენტრაცია, შემაკავშირებელ ნივთიერებაში შეიძლება ტოქსიკური იყოს. AVALON-ის ფილერი განსაკუთრებული სისუფთავით გამოირჩევა.

Koru Pharma – მ მიიღო სპეციალური ზომები გამწმენდის პროცესის დროს რათა შეუკავშირებელი მოლეკულების რიცხვი მინიმუმამდე ყოფილიყო დასული. შედეგად შემცირებულია ჰიპერმგრძნობელობის, ანთების და მეორადი რეაქციების რისკები. ენდოტოქსინებისა და ცილების მინიმალური მოცულობა ჰიალურონის მჟავაში და რედიკულანტების მინიმალური მოცულობა  0.26 მგ / მლ, უზრუნველყოფს CRYSTAL -ის ფილერის უმაღლესს ხარისხს. ჰიალურონის მჟავის მაღალი კონცენტრაცია აძლიერებს  ეპიდერმისის ანტიოქსიდანტურ თავდაცვის მექანიზს. გარდა ამისა,  ეპიდერმისის გამდიდრებული  უჯრედები, აძლიერებენ კანის წინააღმდეგებოს უნარს ულტრაიისფერი გამოსხივების მიმართ. 

* ენდოტოქსინების კონცენტრაცია დადგენილია, რომ არ უნდა აღემატებოდეს 0.25 ენდოტოქსინი / მლ,  უარყოფითი ეფექტების შესამცირებლად. კრისტალის ფილერში ეს რიცხვი შემცირებულია 500 – ჯერ.

თითოეულ AVALON-ის  შემავსებელს აქვს უნიკალური სიმკვრივის ხარისხი კონკრეტული პრობლემის მოსაგვარებლად. მაგალითად:  პატარა მიმიკური ნაოჭის ამოვსებიდან დაწყებული,  სახის მოდელირებით დამთავრებული. მიუხედავად სხვადასხვა სიმკვრივისა, სამივე შემავსებელს აქვს პლასტიურობის მაღალი დონე, რაც მათ საშუალებას აძლევს, მოდელირდნენ და ადვილად განლაგდნენ ქსოვილში, რათა მიიღონ ყველაზე ბუნებრივი ეფექტი. ასევე, შემავსებლებს აქვთ ელასტიურობის მაღალი დონე, რაც ხელს უშლის პროდუქტის მიგრაციასა და უზრუნველჰყოფს უკეთეს მოცულობას. AVALON შემავსებლებს აქვთ კომბინირებული მახასიათებელი  მონოფაზურობისა  და ბიფაზურობის, რომელთაც შეუძლიათ ღრმა ნაოჭების ამოვსება, გრძელვადიანი შედეგების მიღწევა  24 თვემდე ხანგრძლივობით.

უპირატესობები:

  • სუფთა, უმაღლესი ხარისხის ჰიალურონის მჟავის გამოყენება (არა ცხოველური წარმოშობა);
  • მაღალი უსაფრთხოება, შეუკავშირებელი უჯრედების დაბალი კონცენტრაციის გამო;
  • ნაწიბურების დაბალი რისკი ჰიალურონის მჟავაში ცილის დაბალი დონის გამო;
  • გრძელვადიანი ეფექტი (გაცილებით უფრო ხანგძლივი არის, სხვა ანალოგიურ შემავსებლებთან შედარებით);
  • არ მიგრირებს და არ კაფსულირდება ელასტიური ფორმულის გამო;
  • ასწორებს ნაოჭებს, ზრდის მოცულობას და ატენიანებს კანს.

ჰიალურონის მჟავის კონცენტრაცია: 24 მგ / მლ; ლიდოკაინი 0,3%

გამოყენება:

  • ღრმა ნაოჭის შევსება,
  • სახის კონტურის მოდელირება,
  • ცხვირის კორექცია,
  • ყვრიმალისა და ნიკაპის არეში მოცულობის გაზრდა.
  • სახის  ოვალის კორექცია
  • ყვრიმალის მოცულობის გაზრდა

ინექციის მეთოდი: ინტრადერმული (ღრმა ფენის დერმისში)

შეფუთვა: ერთი 1 მლ შპრიცი AVALON ULTRA 24; 2 ნემსი 27G x ½

ეფექტის ხანგრძლივობა: 10 – დან 18 თვემდე, დამოკიდებულია ტექნიკაზე და პაციენტის

მდგომარეობაზე

შენახვის პირობები:

შეინახეთ პრეპარატი მჭიდროდ დახურულ მშრალ და გრილ ადგილას  1 ° С- დან 30 ° С ტემპერატურაზე.

მწარმოებელი კომპანია:  კორუ ფარმა    (Koru Pharma)

მწარმოებელი ქვეყანა : სამხრეთ კორეა

ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში : კომპანია ფარმა სთორი