Crystal Carboxy

დაბერების საწინააღმდეგო პროდუქტი

რა არის კარბოქსი ნახშირორჟანგის გელის სახის თერაპია?

  • ინოვაციური კანის  მკურნალობა, რომელიც ბორის ეფექტს იყენებს
  • ნახრირორჟანგი კანს მიეწოდება გელის სახით 
  • ნახშირორჟანგის მოლეკულების ზრდა აძლიერებს სისხლის წითელ უჯრედების ფუნქციონირებას, რაც თავის მხრივ ზრდის ჟანგბადის მიწოდებას კანის უჯრედებში და უჯრედულ მეტაბოლიზმს.
  • ეს ხელს უწყობს ნარჩენების მოცილებას და კანის უკეთ გამოკვებას. 

პროდუქტის აღწერა

  • უზრუნველჰყოფს ნახშირორჟანგის თერაპიას ინექციის გარეშე
  • შეიცავს სპეციალურად შექმნილ გელს.
  • წარმოქმნილ ნახშირორჟანგი კანის უჯრედებში გადადის გელის ფენის საშუალებით
  • უზრუნველჰყოფს სწრაფ და ეფექტურ შეწოვას 20 წუთში
  • საშუალებას აძლევს თქვენს პაციენტს ისარგებლოს სპა-სალონის ტექნიკით და მომსახურებით.

მოქმედების მექანიზმი

ვაზოდილატაციის მოქმედება: ვაზოდილატაცია ხელს უწყობს კანის უჯრედების მეტაბოლიზმის გააქტიურებას, სისხლით მათ უკეთ მომარაგებას, რაც თავის მხრვ, აჯანსაღებს კანის სტრუქტურას.

ანთების საწინააღმდეგო მოქმედება: ჰემოგლობინისგან გამოთავისუფლებული ჟანგბადი აძლიერებს ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას.

სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება: სისხლის მიმოქცების გაუმჯობესება უზრუნველჰყოფს ჟანგბადით უჯრედების კარგ მომარაგებას. ნახშირორჟანგის კანში შეწოვა აძლიერებს სისხლის მიმოქცევას, რაც თავის მხრივ აძლიერებს ჟანგბადის მიწოდებას ქსოვილებში. 

ერთი თერაპიით მიღებული კლინიკური ტესტის შედეგები

ინსტრუმენტულ ანალიზმა აჩვენა კანის ბზინვარების გაუმჯობესება 1.06% – ით.

სახის ამწევი ზომების ცვლილებების ანალიზმა აჩვენა გაუმჯობესება 3.73% – ით.

სახის ფორების  პროგრამულმა  ანალიზმა აჩვენა, ფორების შევიწროვება 9.46% – ით.

შემადგენობა

გელი

ნატრიუმის ბიკარბონატი, დიპოტამიუმი, გლიცირიზიატი, პანთენოლი, ჟენშენი, გვირილის ექსტრაქტი, ძირტკბილას ექსტრაქტი, კამელიას ფოთლის ექსტრაქტი,  ნატრიუმის ჰიალურონატი, პოლიკარტერიუმი – 51, ჰიდროლიზირებული კოლაგენი.

ნიღაბი

მშრალი ბამბის ფურცლის ნიღაბი

როგორ გამოვიყენოთ:

  • გაასუფთავეთ პაციენტის კანი.
  • გელის წაუსვით პაციენტს თანაბრად, გამოიყენეთ მთლიანად ერთი შეფუთვა, მოერიდეთ თვალის გარშემო ადგილებს . 
  • დაიდეთ ნიღაბი  დამუშავებულ ადგილას
  • აიღეთ ნიღაბი 20 წუთის შემდეგ,  ნიღაბი არ გააჩეროთ სახეზე 30 წუთზე მეტი, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება
  • კანის გაუსუფთავეთ დოლბანდით და  ჩამოიბანეთ თბილის წყლით. 

სიფრთხილის ზომები

  • შეწყვიტეთ გამოყენება თუ შენიშნავთ შემდეგ რეაქციებს: წითელი ლაქები, შეშუპება ქავილი გაღიზიანება. ასევე მოერიდეთ მზის პირდაპირ სხივებს. 
  • არ გამოიყენოთ იმ უბნებზე, სადაც არის ნაჭრილობები, ეგზემა 
  • მოერიდეთ თვალის გარშემო გამოყენებას. თვალში შემთხვევით მოხვედრის შემთხვევაში  დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ უხვი წყლით.

შენახვის პირობები:

შეინახეთ პრეპარატი მჭიდროდ დახურულ მშრალ და გრილ ადგილას  1 ° С- დან 30 ° С ტემპერატურაზე.

მწარმოებელი კომპანია:  კორუ ფარმა    (Koru Pharma)

მწარმოებელი ქვეყანა : სამხრეთ კორეა

ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში : კომპანია ფარმა სთორი