Revitrane HA20 Skinbooster

Revitrane HA20 – ის წარმოებისთვის გამოყენებულია იაპონური კომპანია SHISEIDO – ს მიერ დამზადებული ჰიალურონის მჟავა (რომელსაც გააჩნია შემდეგი სერთიფიკატები FDA / EDQM)

Revitrane HA20 გახლავთ უმაღლესი ხარისხის  ბიორევიტალიზანტი – ბუსტერი, რომლის ჰიალურონის მჟავის მაკრომოლეკულები ერთმანეთთან დაკავშირებულია ორმაგი ჯვარედინი ბმით. ორმაგი ჯვარედინი ბმა მიღწეულია უნიკალური შემაკავშირებელი ფაქტორის დამსახურებით.

შემადგენლობა – ჰიალურონის მჟავა 20 მგ/მლ

მოცულობა შპრიცში – 2 მლ

Revitrane HA20 არ შეიცავს ნუკლეინის მჟავებს ან ცილებს, რაც მას ხდის განსაკუთრებულად უსაფრთხოს. ამასთან, კლისტალური სისუფთავე, ხარისხი და სტერილობა არ არის Revitrane HA20 ერთადერთი უპირატესობა.

Revitrane HA20 Skinbooster ტკივილისა და შეშუპების გარეშე ამცირებს ნაოჭებს, აღადგენს კანის სიმკვრივესა და ელასტიურობას.

წარმოების უახლესი 5A – HPNC ტექნოლოგიის გამოყენების შედეგად, ბიორევიტალიზანტი ყველაზე მცირე რაოდენობით შეიცავს აუთვისებელ BDDE – ს. ჰიალურონის დამუშავების თანამედროვე სისტემა უზრუნველჰყოფს ალერგიული რეაქციის რისკის მინიმუმამდე დაყვანას.

ჰიალურონში მძიმე მეტალების რაოდენობა არის 8 ppm – ზე ნაკლები ანუ 2.5 ჯერ მცირე, ვიდრე ევროპის ან ამერიკის უსაფრთხოების სტანდარტი ითვალისწინებს.

HPNC ტექნოლოგიის ინტეგრირებული გამოყენება უზრუნველჰყოფს ჰიალურონის მჟავის უფრო გამძლე სტრუქტურასა და ხანგრძლივ ეფექტს 9 – 12 თვემდე.

ჰიალურონის მჟავის ერთგვაროვანი ნარევი იძლევა სიგლუვისა და ელასტიურობის ეფექტს, რომელიც ნარჩუნდება ხანგძლივი დროის განმავლობაში.

3 L ბლენდინგის საშუალებით მომატებულია ეფექტის ხანგძლივობა, მიღწეულია ჰიალურონის მჟავის  სრულყოფილი სტრუქტურა, რომელიც მდგრადობის უმაღლესი ხარისხის გარანტიას იძლევა.

ჰიალურონის მჟავის მოლეკულა თითქმის იდენტურია ადამიანის ორგანიზმში არსებული ჰიალურონის მჟავისა, შესაბამისად არის სრულად ბიოთავსებადი.

სტაბილიზებული ჰიალურონის მჟავა უზრუნველჰყოფს ხანგრძლივ დამატენიანებელ ეფექტს. პირველივე პროცედურის შემდეგ, შეიმჩნევა ძლიერი ბზინვარება, კანი ხდება ელასტიური.

Revitrane HA20 Skinbooster დამზადებულია უმაღლესი ხარისხის სტანდარტებით, რაც დამოწმებულია საერთაშორისო სერთიფიკატებით: CFDA, GMP, BGMP, ISO და CE.

ჩვენებები:

ღრმა დატენიანება, აღდგენა, მცირე ნაოჭების გასწორება სახეზე, კისერზე, დეკოლტეზე და ხელებზე.

გამოყენება:

  • ინექციის სიღრმე – ინტრადერმალური შრე
  • რეკომენდირებული ნემსი – 30 G X 6 mm
  • ეფექტის ხანგრძლივობა – 9-12 თვემდე 
  • კურსი – 2-3 პროცედურა
  • პროცედურები კეთდება 2 – 3 კვირიანი ინტერვალით

შენახვის პირობები:

შეინახეთ პრეპარატი მჭიდროდ დახურულ, მშრალ ადგილას 1° С- დან 30° С ტემპერატურაზე. 


მწარმოებელი კომპანია:  ბიარ ფარმი    (BR Pharm)

მწარმოებელი ქვეყანა : სამხრეთ კორეა

ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში : კომპანია ფარმა სთორი